ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს მერიამ და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტომ, Erasmus +-ის პროექტის – Youth Seeds for a just transition – ფარგლებში, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
დოკუმენტს ხელი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა და სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ბააკაშვილმა მოაწერეს.
მემორანდუმი მოიცავს, პროექტის – Youth Seeds for a just transition ფარგლებში თანამშრომლობას, ინფორმაციის ურთიერთგაცვლას და დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობას.
მხარეები ხელს შეუწყობენ პროექტის ისეთი მიზნების მიღწევას, როგორებიცაა:
ახალგაზრდების ინკლუზია;
ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდა ლიდერების გაძლიერება;
ახალგაზრდების მონაწილეობით ინოვაციური ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელება, ახალი სერვისების დანერგვა;
მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირება.
პროექტის პირველ ეტაპზე, ადგილობრივი მდგომარეობის მოკვლევის მიზნით, ახალგაზრდულ საკითხებზე და ახალგაზრდებთან მომუშავე პირებთან ფოკუს-ჯგუფი ჩატარდა. შემდეგ ეტაპზე კი ახალგაზრდებისთვის გაიმართება მრავალფეროვანი ღონისძიებები. ასევე, მათთვის დაგეგმილია საერთაშორისო ვიზიტები პორტუგალიასა და პოლონეთში.
ღონისძიებას მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია, მერის მოადგილე, ნინო ბატიაშვილი და მერიაში შექმნილი ფოკუს ჯგუფის წევრები დაესწრნენ.