ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ჭარბი ნალექის შედეგად, სოფლები – შრომა, ჭიაური, ფიჩხიბოგი, გიორგეთი, ლაფნიანი, აფენი, კაბალი და ქ. ლაგოდეხის გარკვეულ მონაკვეთებზე, საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ადიდებულია მუნიციპალიტეტში არსებული მდინარეები.
არსებულ ვითარებას, ლაგოდეხის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
მობილიზებულია ადგილობრივი სპეცტექნიკა, რომლის საშუალებით მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები.