Home რეგიონი ლაგოდეხი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი პერსონალური ასისტენტის პროგრამას იწყებს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი პერსონალური ასისტენტის პროგრამას იწყებს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი პერსონალური ასისტენტის პროგრამას იწყებს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, 18 წლის და მეტი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერის მიზნით, პერსონალური ასისტენტის პროგრამას იწყებს.

პროგრამის მთავარი მიზანია, მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესება. მის ფარგლებში გათვალისწინებულია პერსონალური ასისტენტის მომსახურების უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს:

პირისთვის საჭიროების განსაზღვრას,

სამედიცინო დაწესებულების მომსახურების კოორდინაციას,

პერსონალური ასისტენტის სერვისის უზრუნველყოფას.

პროგრამის განსახორციელებლად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა 2025 წლის ბიუჯეტში შესაბამის ცვლილებებს. ინიციატივისთვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 63 000 ლარი გამოყო.

პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიას და წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება (მშობლის,მეურვის, მზრუნველის, მხარდამჭერის);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (მშობლის,მეურვის, მზრუნველის,

მხარდამჭერის);

გ) პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროების მქონე (მოსარგებლე)პირის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ფორმა IV-100 (დედანი);

ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“

ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ცნობა “სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის

ცენტრიდან.“

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი აგრძელებს ზრუნვას იმ მოქალაქეებზე, რომელთაც ყოველდღიურ ცხოვრებაში დამატებითი მხარდაჭერა სჭირდებათ.