ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში შიდა სასოფლო გზა კეთდება- პროექტის ფარგლებში, რამდენიმე ასეულ მეტრზე იგება ასფალტ-ბეტონის საფარი. მიმდინარეობს სანიაღვრე არხების, ცხაურებისა და საკარმიდამო ნაკვეთებზე გადასასვლელი ხიდ-ბოგირების მოწყობა. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გზის სავალი ნაწილი დაიხაზება.