Home რეგიონი ლაგოდეხი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ სავალან ალიევმა თანამდებობა დატოვა.

მან ასევე დატოვა სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრის პოზიციაც და საქმიანობას განაგრძობს როგორც უფრაქციო/დამოუკიდებელი საკრებულოს წევრი.

სავალან ალიევი, უკვე შეუერთდა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის შემადგენლობას.

აღნიშნული ცვლილება საკრებულოს იურიდიული კომისიის და ბიუროს დღევანდელ სხდომებზე ცნობად იქნა მიღებული.