ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირების და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, მორიგი მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა.
დასუფთავების კამპანია, მუნიციპალიტეტის 15 თემში მოეწყო და მთლიანი ტერიტორია მოიცვა. დასუფთავდა სხვადასხვა ლოკაცია. გაიწმინდა საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორია ეკალ-ბარდის და საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან, გაითიბა სასაფლაოები.
დასუფთავების აქციაში, „ლაგოდეხის სერვისცენტრის“ თანამშრომლებმა და სახელმწიფო დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დასაქმებულმა, 410-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.
ლაგოდეხში, „სუფთა მუნიციპალიტეტის“ სტატუსის შენარჩუნებისათვის, დასუფთავების აქციები მერის ინიციატივით რეგულარულად გაიმართება.