Home რეგიონი ლაგოდეხი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანში მდებარე, ცენტრალურ სპორტულ მოედანს ვახტანგ რეხვიაშვილის სახელი მიენიჭება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანში მდებარე, ცენტრალურ სპორტულ მოედანს ვახტანგ რეხვიაშვილის სახელი მიენიჭება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით და სოფელ ჭაბუკიანის მოსახლეობის ინიციატივით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანში მდებარე, ცენტრალურ სპორტულ მოედანს ვახტანგ რეხვიაშვილის სახელი მიენიჭება.

საკრებულოს იურიდიული კომისიის ფარგლებში, საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვედრას, ახლობლები მეგობრები და მოედნის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა დაესწრო.

ვახტანგ რეხვიაშვილი დაიბადა და ცხოვრობდა აფენში . იგი იყო ცნობილი ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, მცველი. მას დამსახურებული, საპატიო ადგილი უკავია ქართული ფეხბურთის ისტორიაში. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას. იგი იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1964 წ.) და ორგზის (1967 წ, 1969 წ) ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1964 წ).