Home რეგიონი ლაგოდეხი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული საზეიმოდ აღინიშნა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული საზეიმოდ აღინიშნა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული საზეიმოდ აღინიშნა.

ღონისძიებას დაესწრნენ სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი,პარლამენტის წევრ გურამ მაჭარაშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია, მერი ჯონდო მდივნიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა დაათვალიერა ეთნიკური კუთხეები, სადაც ხელნაკეთი ნივთების, საკრავებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენები გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში კულტურული და სპორტული აქტივობებიც მოეწყო, სადაც მკლავჭიდის ტურნირში გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული დასრულდა ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების კონცერტით.

ამ ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის მეგობრობასა და ერთმანეთის მხარდაჭერას.