Home რეგიონი ლაგოდეხი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში სკვერის ტერიტორია მოეწყობა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში სკვერის ტერიტორია მოეწყობა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფელ შრომის და კავშირის მოქალაქეების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოფელ შრომაში არსებული სკვერი კეთილმოეწყობა.

დღესვე დაიგეგმა, ახალგაზრდებისთვის რეკრეაციული სივრცის მოწყობა სოფელ რაჭისუბანში. მაწიმის თემის, ორი სოფლის მაცხოვრებლებმა თანხები, ამჯერადაც გააერთიანეს და სოფელ რაჭისუბანში ახალი დასასვენებელი სკვერი გაკეთდება გადაწყდა.

ორივე თემში შეხვედრებს, მუნიციპალიტეტის მერთან, ჯონდო მდივნიშვილთან ერთად, მერის პირველი მოადგილე, მერიის სამსახურებისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შრომის თემის სოფლებისათვის, 36 000 ლარი, ხოლო მაწიმის თემის სოფლებისათვის, 26 000 ლარია გამოყოფილი.