ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
დღეს, ლაგოდეხის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, ჭიაურის თემის მაცხოვრებლებს შეხვდა.
სოფელ ჭიაურის და წითელგორის მოსახლეობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, წელს, პროგრამით გამოყოფილი თანხით, სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია დაიგეგმა, სოფელ ჰერეთისკარში სანიაღვრე არხის მშენებლობა გაგრძელდება, ხოლო სოფელ თამარიანში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდება.
საერთო კრებებს და ამომრჩევლებთან კონსულტაციებს, მუნიციპალიტეტის მერი, ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
წელს, ჭიაურის თემის სოფლებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჯამში 62000 ლარია გამოყოფილი.