Home რეგიონი ლაგოდეხი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი სოფლის მხარდამჭერთა პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას შეხვდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი სოფლის მხარდამჭერთა პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას შეხვდა

დღეს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბაისუბნის და კართუბნის თემში შემავალ, სოფლის მაცხოვრებლებს შეხვდა.

ბაისუბნის თემში, ზემო და ქვემო მსხალგორის მაცხოვრებლების ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქვემო მსხალგორში ახალი დასასვენებელი სკვერი მოეწყობა, სოფელ ბაისუბანში სასაფლაოს ტერიტორიის კეთილმოწყობა დაიგეგმა, სოფელ პატარაგორში კი სასაფლაოსთან მისასვლელი გზა მოწესრიგდება.

კართუბნის თემში, სოფელ ბოლოკიანის და კართუბნის მაცხოვრებლების გადაწყვეტილებით, წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სანიაღვრე არხი მოეწყობა. სანიაღვრე არხის მოწყობა გადაწყდა, ასევე, სოფელ ნაწისქვილარში, სოფელ ნაინდროვალში კი დღის წესრიგში, გარე განათება გაკეთდება.

საკონსულტაციო შეხვედრებს, ლაგოდეხის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, კახა ჯამბურიასთან და ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.