Home რეგიონი ლაგოდეხი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში, მრავალფუნქციური, სპორტული კომპლექსი შენდება.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში, მრავალფუნქციური, სპორტული კომპლექსი შენდება.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში, მრავალფუნქციური, სპორტული კომპლექსი შენდება.

სამუშაო პროცესს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერ, ჯონდო მდივნიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურიასთან ერთად გაეცნო.

სპორტულ დაწესებულებაში, 17 000 კვ.მ ფართობზე, სამი სხვადასხვა დარბაზი განთავსდება, სადაც კალათბურთის, ფრენბურთის, ფეხბურთის, ჭიდაობის, კრივის და სპორტის სხვა სახეობებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

დარბაზში დამონტაჟდება 150 ადამიანზე გათვლილი, ლითონის კონსტრუქციის ტრიბუნები.  მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში, ასევე, განთავსდება ადმინისტრაციისთვის განკუთვნილი სამუშაო ოთახები, მოეწყობა საშხაპეები, სველი წერტილები, შენობა აღიჭურვება გათბობა-გაგრილების სისტემით და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

პროექტი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აფენის ადმინისტრაციულ თემში შემავალი 8 სოფლის გაერთიანებული თანხითა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 1 816 000 ლარს შეადგენს.