ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის კრიზისების მართვის ჯგუფი მოსახლეობის თერმოსკრინინგს ჩატარებს განაგრძობს.
პროცესში უშუალოდ ჩართულია ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი, რომელიც ადგილობრივების ჯანმრთელობის მდგომარეობას და მათი მოგზაურობის ისტორიას ადგილზე თავად ეცნობა.
“პრევენციული ღონისძიების ჩატარება და მოსახლეობის თერმოსკრინინგი მუნიციპალიტეტის ტერიტორიის მთლიანი მასშტაბით იგეგმება, პარალელურად, ინტენსიურ რეჟიმში,გაგრძელდება ადგილობრივების ინფორმირება, რეკომენდაციების დაცვისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ.”- ამბობს ლაგოდეხის მერი.
კორონავირუისის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო და საჯარო დაწესებულებებში სადიზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა. სპეციალური ხსნარებით დამუშავდა 24 საერთო საცხოვრებელი. გარდა ამისა, მერის ინიციატივით პირბადეები ურიგდება სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებს და რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს.