ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 6 წლის ბავშვზე გაყვნილი ქმედებისთვის დაკავებული 58 წლის კაცი გაათავისუფლეს. ის არასრულწყოვანის პაპის ძმაა, რომელიც პოლიციამ გაუპატიურების მცდელობის გამო დააკავა სასამართლომ კი აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა იმის გამო, რომ 9 თვის ვადაში განაჩენი არ დადგა და პროცესი პანდემიის გამო გახანგრძლიდა, 58 წლის კაცი გაათავისუფლეს.
სასამართლო სხდომები ახლა დისტანციურად მიმდინარეობს. გაყვნილი ქმედების გამო დაკავებული კაცის გათავისუფლებას აპროტესტეს ბავშვის ოჯახი. ამბობენ, რომ არსებობს უამრავი მტკიცებულება,რომელიც არასრულწლოვანზე ნათესავის მიერ გაუპატიურების მცდელობა იკვეთება, ამიტომ ისინი დამნაშავის დასჯას კანონის სრული სიმკაცრის წინაშე ითხოვენ.