ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 6 მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ტესტის პასუხები ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა.
mak. ge- ის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგები რამდენიმე საათია ადგილზე მუშაობენ. მიმდინარეობს წყაროს და კონტაქტების დადგენა- მოძიების პროცესი.
რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს ამის ფონზე სპეციალისტები მოქალაქეებს მიმართავენ და ჯანდაცვის უწყებების მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.