ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებული ქალია, რომელსაც ვირუსი ძმისგან გადაედო.
ქალს ვირუსისთვის მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ აქვს, ამიტომ ის ოჯახის სხვა წევრებთან ერთად თვითიზოლაციაში სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
საჭიროების შემთხვევაში მოხდება მისი თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში ტრანსპორტირება.
ეპიდემიოლოგების მიერ დაწყებულია დაინფიცირებული ქალის კონტაქტების მოძიება.