ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში სასურსათო მაღაზია გაქურდეს.
მაღაზიის მეპატრონის განმარტებით, ქურდებმა შენობას სახურავის ნაწილი მოხადეს და შენობაში ამ გზით შეაღწიეს.
წინასწარი ინფორმაციით, სასურსათო მაღაზიიდან წაღებულია პროდუქტი, ტკბილეული, თამბაქოს ნაწარმი და ალკოჰოლური სასმელები.
ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობა.
სამართალდამცავებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.