Home რეგიონი ლაგოდეხი ლაგოდეხის მერიაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე საბჭოს სხდომა გამართა

ლაგოდეხის მერიაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე საბჭოს სხდომა გამართა

ლაგოდეხის მერიის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭომ, სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მორიგი სხდომა გამართა.

არსებული ინფორმაციით, სხდომაზე, საბჭოს წევრებმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის შშმ პირთათვის, უფლებების რეალიზაციის, გარემოს, სერვისებისა და რეკრეაციული სივრცეების, ადაპტირების მიმართულებით შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარადგინეს და 2024 წლის ბიუჯეტში, შშმ პირთა უფლებებისა და საჭიროებების მხარდასაჭერად ასახული პროგრამები განიხილეს.

სამუშაო შეხვედრას, მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი დაესწრო.

„გასულ წელს, უკვე ჩავერთეთ, მუნიცპალიტეტის საჯარო შენობებსა და რეკრეაციულ სივრცეებში, პანდუსების და ადაპტირებული ატრაქციონების მოწესრიგებაში. შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მათი კომფორტის შექმნისთვის მუშაობას. ასევე, ვიზრუნებთ მასობრივ, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში, შშმ პირების და მათი ოჯახის წევრების წახალისებას”, – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.