Home რეგიონი ლაგოდეხი ლაგოდეხის მერია, სოციალურ -ეკონომიკურ გაძლიერების მიზნით, ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს

ლაგოდეხის მერია, სოციალურ -ეკონომიკურ გაძლიერების მიზნით, ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს

ლაგოდეხის მერია, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების, სოციალურ -ეკონომიკურ გაძლიერების მიზნით, ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს!

პროგრამა, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის “EU4ITD – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL)-ს ფარგლებში ხორციელდება.

ბიზნეს იდეების კონკურსში მონაწლეობის მიღების შესაძლებლობა აქვთ, ლაგოდეხის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეებს:

18 წელს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს, ფიზიკური პირს;

ინდივიდუალურ მეწარმეს;

მეწარმე იურიდულ პირს.

პროექტის მონაწილე დაუშვებელია იყოს:

საჯარო მოსამსახურე ან/და მისი ოჯახის წევრი („კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად);

პოლიტიკური თანამდებობის პირი ან/და მისი ოჯახის წევრი (საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად);

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიერ ან/და მათი მონაწილეობით დაფუძნებულ იურიდიულ პირებში დასაქმებული პირი ან/და მისი ოჯახის წევრი („კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).

ბენეფიციარი ვალდებულია განახორციელოს პროექტის თანადაფინანსებაში მონაწილეობა ფინანსური აქტივებით, პროექტის საერთო ღირებულების 3 %-ის ოდენობით, ფულადი რესურსით.

მიმდინარე წლის პროგრამის ფარგლებში, ერთი ბენეფიციარისთვის შეიძლება დაფინანსდეს, მხოლოდ ერთი პროექტი. დაფინანსების ბიუჯეტი შეადგენს 5000 დან 10 000 ლარს.

საპროექტო განაცხადს, პროგრამის, დარგის სპეციალისტების და ექსპერტებისგან დაკომპლექტებული საკონკურსო კომისია განიხილავს.

საპროექტო განაცხადის შეფასება შედგება ორი ეტაპისგან:

ფორმალური შეფასება;

გასაუბრება;

გასაუბრების ეტაპი შესაძლებელია ასევე მოიცავდეს, პროექტის განხორციელების ადგილის დათვალიერებას.

პროექტში გამარჯვებულ ფიზიკურ პირი, ვალდებულია არანაკლებ 10 კალენდარულ დღეში, დარეგისტრირდეს ინდივიდუალურ მეწარმედ ან იურიდიულ პირად.

კომისიის გადაწყვეტილებით ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი განაცხადის დაფინანსდება სრულად, არაუმეტეს 10 000 ლარისა.

პროექტის დაფინანსებისთვის გადაცემული თანხის სრული ათვისება, წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს.

დაინტერესებული პირები გადადით ბმულზე https://docs.google.com/…/1ltOud3UVowIOReCNZ9WTDv89Rai…/edit ჩამოტვირთეთ საპროექტო განაცხადის ფორმა, შეავსეთ და 11 დეკემბრის ჩათვლით, გამოაგზავნეთ მეილზე lag_gamgeoba@yahoo.com

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599856265 / 598353297