Home რეგიონი ლაგოდეხი ლაგოდეხის „ბოჩას“ ნაკრებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა

ლაგოდეხის „ბოჩას“ ნაკრებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა

ლაგოდეხელი პარაოლიმპიური სახეობა „ბოჩას“ გუნდის წევრებმა, მორიგი გამარჯვება მოიპოვეს.

ბოლნისში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პარასპორტული თამაშის – „ბოჩას“ საჩვენებელი ღონისძიება მოეწყო, სადაც საქართველოს რეგიონების, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები, შშმ პირები იღებდნენ მონაწილეობას. შეჯიბრი, გუნდურად წარიმართა. გამარჯვებული კი, ლაგოდეხის ნაკრები გახდა.

ვულოცავ, ლაგოდეხის ბოჩას ნაკრებს, მორიგ გამარჯვებას! ჩვენი მიზანი, სწორედ მათი აქტიურ ცხოვრებაში ჩართვაა. ლაგოდეხის გუნდმა, უკვე არაერთ წარმატებას მიაღწია, რაც სასიხარულოა. პარაოლიმპიელებს, მრავალ შეჯიბრში მონაწილეობას და გამარჯვებას ვუსურვებ“, – განაცხადა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა.