ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლე, მარიამ ძამანაშვილი (60 კგ კატეგორია) და სოფელ დავითიანის საჯარო სკოლის მოსწავლე ინგა ციყელაშვილი (80 კგ კატეგორია), „საქართველოს 2025 წლის მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ.
გამარჯვება, სპორტსმენებს და მწვრთნელს, მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა, პირადად მიულოცა.
მერიის წამახალისებელ ფინანსურ ჯილდოს, როგორც მარიამ ძამანაშვილი და ინგა ციყელაშვილი, ასევე, მათი მწვრთნელი, ალექსანდრე ბირუქაშვილი მიიღებენ.