Home რეგიონი ახმეტა კრიზისულ სიტუაციაში მყოფმა ბავშვიანმა ოჯახებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიისგან ავეჯი და ტექნიკა მიიღეს

კრიზისულ სიტუაციაში მყოფმა ბავშვიანმა ოჯახებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიისგან ავეჯი და ტექნიკა მიიღეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2023 წლის პროგრამით, კრიზისულ სიტუაციებში მყოფი ბავშვიანი ოჯახებს დახმარების ფარგლებში, ავეჯი და ტექნიკა ოცდაერთმა ოჯახმა მიიღო.

ბენეფიციარებს საყოფაცხოვრებო ნივთები ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა, მერის მოადგილემ ზურაბ ფილაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა გადასცეს.