mak.ge- ის ინფორმაციით, კახეთის ორ მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით, რეგიონში დაინფიცირებულთა რაოდენობა 94 – ია.
ორგანიზმში ვირუსის არსებობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში მცხოვრებ ქალს დაუდასტურდა. მან საკუთარი ინიციატივით “ არქიმედეს “ წნორის კლინიკას გუშინ მიმართა და PCR ტესტირება ჩაიტარა.
კორონავირუსი აღმოჩნდა თელავში სამ მოქალაქეს. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა . ეპიდემიოლოგების მიერ ახლა კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.