კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა ლაგოდეხში . covid-19 შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ახალსოფლის ჯგუფის უფროსს, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშის შემდეგ დაუდასტურდა.
შუახნის კაცი აჭარის რეგიონში მცხოვრებია. მ. ა ლაგოდეხში 10 სექტემბერს დაბრუნდა, თუმცა ის სასაზვრო პოლიციის 5-ე სამმართველოს მე- 4 სექტორში არ მისულა.
დაინფიცირებული კაცს ცოტა ხანში თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანენ.
ეპიდემიოლოგების თქმით, ეს არის შემოტანილი ვირუსი და არ განიხილება კახეთის შემთხვევად.