კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა თელავის მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალაში.
შუახნის ქალს PCR ტესტზე ნიმუში აუღეს, რამაც covid19-ზე დადებითი შედეგი აჩვენა. ქალი ამ წუთებში თელავის რაონული საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან თბილისში, ინფექციურ საავადმყოფიში გადაჰყავთ. ეპიდემიოლიგთა ჯგუფი უკვე მუშაობს სოფელ ყარაჯალაში . მიმდინარეობს წყაროს და კონტაქტების მოძიება.