კახეთში კორონავირუსის 88-ე შემთხვევა გამოვლინდა. დაინფიცირებული თელავში მდებარე “თი-ბი- სი” ბანკის ერთ- ერთი თანამშრომელია.
ეპიდემიოლოგების მიერ დაწყებულია კონტაქტების მოძიება. საბანკო სექტორის ის თანამშრომლები, რომლებიც კაცთან ახლო კონტაქტში იმყოფებოდნენ, სპეციალისტების მიერ თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაცია გაიცა.
რაც შეეხება სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედს, სადაც მესამე დღეა საველე კარავი მოეწყო და პოლიცია შესასვლელ- გასასვლელს აკონტროლებს, ამ დრომდე ადგილობრივების თერმოსკრინინგი მიმდინარეობს, საეჭვო მოქალაქეებს კი უტარდებათ უფასო PCR ტესტირება.
Home დღის ამბები კორონავირუსით დაინფიცირებული თელავში მდებარე “თი-ბი- სი” ბანკის ერთ- ერთი თანამშრომელია