თელავის მუნიციპალიტეტში მსუქბუქი ავტომობილი დაიწვა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ სოფელ კონდოლთან, თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი Mercedes-Benz-ის მარკის ავტომობილი ჯერ ამოტრიალდა, შემდეგ კი ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. ავარიის შედეგად მსუბუქად დაშავდა მანქანის მძღოლი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება.