მსოფლიოს პირველი მფრინავი ავტომობილი ჰყავს – ორ ადგილიანი X2. ავტომობილის ფრენის კადრებს Reuters-ი ავრცელებს. მანქანას ფრენის დაწყებისთვის დიდი ადგილი არ სჭირდება და აფრენას ერთი კონკრეტული წერტილიდან ვერტიკალურად სიმაღლეზე ასვლით ახერხებს. ავტომობილს ფრენას 8 პროპელერი უზრუნველყოფს, რომლებიც ორ-ორად კიუთხეებშია დამაგრებული.
საჯარო სატესტო აფრენისთვის ადგილი საგანგებოდ შეირჩა, დუბაიში X2-ის უპილოტო საცდელი ფრენა 90 წუთს გრძელდებოდა. მცდელობა წარმატებული გამოდგა და, როგორც მისი მწარმოებლები ამბობენ, X2-ი შემდეგი თაობის მფრინავი მანქანებისთვის მნიშვნელოვანი ბაზა იქნება.
“ჩვენ ახლა კვლევით პროცესში ვართ და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს, რადგან Xpeng საერთაშორისო ბრენდია. საცდელად დუბაი შევარჩიეთ, რადგან ის მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური ქალაქია,” – განაცხადა მინგუან ქიუმ, Xpeng-ის გენერალურმა მენეჯერმა.
ელექტრონული სატრანსპორტო საშუალება ჩინური კომპანია Xpeng-ის მიერაა წარმოებული. კომპანია ელექტრო თვითმფრინავის საერთაშორისო ბაზრებზე გაშვებაზეც მუშაობს. ავტომობილის ერთერთი მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ მას ნახშირბადის გამონაბოლქვი არ აქვს და ჭკვიანი სისტემით არის აღჭურვილი, რომელიც ფრენას აკონტროლებს.