თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში სამარშუტო ტაქსის მძღოლს კორონავირუსი დაუდგინდა. დაინფიცირების წყარო უცნობია.
დაინფიცირებული მძღოლი კისისხევი თელავის მიმართულებით ბოლო სამი დღის მანძილზე კუთვნილი სამარშუტო ტაქსით მგზავრებს გადაადგილებდა.
როგორც “მთავარი ამბები კახეთისთვის” გახდა ცნობილი დაინფიცირებული მძღოლი ცხელების ცენტრშია გადაყვანილი.
არ არის გამორიცხული სოფელ კისისხევსა და სოფელ შალაურში სწავლა დისტანციური რეჟიმით გაგრძელდეს.
სკოლა კი ამ ეტაპზე სწავლას ჩვეულ რეჟიმსი აგრძელებს.
შეგახსენებთ რომ სოფელ კისისხევში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების გარდა შუალედური არჩევნებიც ტარდება.