საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფინალური ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს მასშტაბით 35 საჯარო სკოლა მონაწილეობდა.
კახეთის რეგიონიდან ფინალურ ეტაპზე 3 საჯარო სკოლა იყო წარმოდგენილი, მათ შორის თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლა.
სოფელ იყალთოს საჯარო სკოლა კეცხოველის სასკოლო პრემიაში წარმატებული მონაწილეობისათვის თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ დააჯილდოვა.