აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდლისში რატი როსტომაშვილის ფერმას ეწვია, რომელმაც ფერმერული მეურნეობის განვითარების მიზნით თანადაფინანსება, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაფინანსებული პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონელეობაში“ ფარგლებში მოიპოვა.
რატი როსტომაშვილი და მისი ოჯახი 70 სულიანი, მაღალპროდუქტიული მეწველი საქონლის კომერციულ ფერმას ფლობს.
5-წლიან პროექტს „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში – საქართველო“ აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაფინანსებით ახორციელებს Land O’Lakes Venture37-ი, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით.
პროექტის მიზანია საქართველოში არსებული მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ინდუსტრიებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება.
“ძალიან მოხარული ვარ, რაც მათ გააკეთეს ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგრამის თანამშრომლობით სახელწოდებით “სურსათის პროგრესისთვის” , რომელსაც საქართველოში “land OLikes”-ი ახორციელებს . პროგრამა ხელს უწყობს მეცხოველეობის მოდერნიზებას ცხოველთა ჯანმრთელობისა და ჰიგიენის გაუმჯობესებას. ის, რაც დღეს ჩვენ აქ ვიხილეთ არის კარგი მაგალითი თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკვების ჯაჭვის გაუმჯობესება და უსაფრთხოების დაცვა.
ჩვენ ძალიან ვამაყობთ ბატონ რატისთან თანამშრომლობით, ის თავისი ფერმის მეშვეობით უზრუნვეყოფს მაღალი ხარისხის რძისა და ცხოველთა საკვების წარმოებას . გარდა ამისა, მან უზრუნველყო ადგილობრივების დასაქმება, ამ ფერმაში 7 ადამიანი არის დასაქმებული. ეს ნამდვილად არის წარმატების ისტორია,”- განაცხადა კელი დეგნანმა.