კახეთში სოფელ გრემში უკვე მრავალი წელია არსებობს ორგანიზაცია TEMI. დღეს ამ დიდი და სიკეთის ოჯახის მხოლოდ რამდენიმე წევრს გაგაცნობთ. თქვენ კი შეგიძლიათ უკეთესად გაეცნოთ თემის რიტმსა და ჰარმონიას მათ ფეისბუქზე.
ლიზი 9 წლისაა და მე-3 კლასშია. კარგად მღერის და სიამოვნებით ფუსფუსებს სამზარეულოში.
– რა პროფესიის გინდა რომ გამოხვიდე დიდობაში?
– ჯერ არ ვიცი
თინა, ნათელა და ნათელა ეხმარებიან თემის იმ წევრებს, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება ყოველდღიურ საქმიანობასა და ცხოვრების სრულფასოვნად წარმართვაში. ისინი მუშაობენ თემში როგორც დღისით, ისე ღამით და მუდმივად თანამშრობლობენ სხვა ორ ჯგუფთან, საქმიანობის უკეთ წარმართვისათვის.
– რა მოგწონთ თქვენ ყველაზე მეტად თემში?
– შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობა
მახომ ძალიან კარგად იცის მშენებლობა, მან უკვე იმუშავა დიდ და პატარა სამშენებლო პროექტებზე, როგორებიცაა ჩვენი რესტორანი, მარანი და საქათმის მშენებლობა, თუმცა ის პატარა სამუშაოებსაც როგორიცაა მაგ. კარის სახელურის შეკეთება ხალისით ასრულებს. მახოს მუშაობის მნიშვნელოვანი ნაწილი თემის სხვა წევრების გაძღოლა და მათთვის საკუთარი ცოდნის გაზიარებაა.
– რომელი იყო შენო საყვარელი პროექტი და რაზე მუშაობა მოგწონს ყველაზე მეტად?
– ყველაფერი!
ლალი უკვე 18 წელია რაც ჩვენი მზარეულია. ის თემის გულითადი და სიყვარულით აღსავსე წევრია.
გნებავთ ჩვენს შესახებ მეტის გაგება?
თორნიკე თემში მოვიდა 1999 წლის ზაფხულს დედასთან, იზასთან ერთად, როდესაც ექვსწლინახევრის იყო. ადგილობრივ სკოლაში არ მიიღეს, ამიტომ წერა-კითხვა და თვლა სუზანასთან ისწავლა. ეხლა 25 წლისა და ეხმარება თავის დედას სამრეცხაოში, ასევე თავისი მოვალეობაა ნაგვის გადაყრა. თორნიკეს მოსწონს მუსიკა, სიმღერა, ცეკვა, ხელსაქმე, თეატრები და კონცერტები. მისი სურვილია რომ დაეხმაროს ხალხს.
იმედა უკვე რამოდენიმე წელია, რაც თემში ცხოვრობს და რამოდენიმე მნიშვნელოვან საქმესაც აკეთებს, როგორიცაა: შეშის ხეჩვა, საპირფარეშოების დასუფთავება და სამზარეულოში მზარეულების მიხმარება. იმედას უყვარს სუზანასთან ერთად ექსკურსიებზე სიარული, მას უყვარს საქართველოს ბუნებაში ყოფნა.
– რომ შეგეძლოს რომელი ცხოველი იქნებოდი და რატომ?
– სიამოვნებით ვიქნებოდი ძაღლი, რადგან ძაღლები ხმამაღლა ყეფისას ძალიან შთამბეჭდავები არიან.
ნატაშა თემის ერთ-ერთი პირველი მაცხოვრებელია, რომელიც თემში პირველად დაახლ. 20 წლის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად. მართალია ბევრს არ ლაპარაკობს, მაგრამ იცის ქართული, რუსული და ცოტა ინგლისური. უყვარს ხატვა და სეირნობა.
ბარბარე ქარიშხალივით გოგონაა, ის სავსეა ენერგიითა და სიმამაცით და უყვარს საინტერესო ამბებისა და თამაშების გამოგონება. ამასთანავე მოუთმენლად ელოდება წელს სკოლაში მისვლას.
– რა გსურს?
– მინდა, რომ გამოვიდე მასწავლებელი და მზარეული
ლევანი ჩვენი პაპაა, ის თემს ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში შემოუერთდა, 1990-იან წლებში. ის ზრუნავს ჩვენს ბავშვებზე, განსაკუთრებით კი შვილობილ მათეზე. ლევანი ამასთანავე გახლავთ ღვინის დაყენების ექსპერტი.
– რა გსურთ ლევან?
-თემი გაძლიერდეს ყოველმხრივ.
ქეთი დიდებული ადამიანია. ის ხშირად ამხიარულებს თემის მაცხოვრებლებს, თუმცა შეუძლია ასევე გაბრაზებაც. უყვარს მუსიკა, ლამაზი ბიჭები და ხატვა. მისი მოვალეობაა სამზარეულოში სკამების დალაგება.
– რა გსურს ქეთი?
– ბედნიერება
ზურა ჩვენი სამზარეულოს მეფეა. მან იცის ყველაფერი სამზარეულოში და აქტიურად უვლის სამზარეულოს კუთვნილ ნივთებს. მას ასევე უყვარს და კარგადაც გამოსდის ქსოვა და კერვა. თუმცა მამად გახდომის შემდეგ მას ნიკოლოზზე ზრუნვის შემდეგ ცოტა დროღა რჩება სხვა საქმეებისთვის.
– რა გსურს ზურა?
– მინდა რომ ჩემი ოჯახი კარგად იყოს.
ნათიას აქვს არაჩვეულებრივი უნარები. ყოველთვის იცის ვინ სადაა და ვინ რას აკეთებს. ნათია ყოველთვის მზადაა დაგვეხმაროს, როდესაც გვჭირდება სხვადასხვა ნივთების ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა. ქუდები და ჩანთები მისი საყვარელი აქსესუარებია.
– რა გსურს ნათია?
– ჯანმრთელობა.
ზაური სიკეთის მაგალითია და ყოველთვის ყველას ღიმილიანი სახით ხვდება. ის უკვე სადურგლოში მუშაობის პროფესიონალია. ხოლო როდესაც თავისუფალ დროს პოულობს, ხატავს ლამაზ ნახატებს.
– რა გსურს ზაური?
– არ ვიცი.. მე ბედნიერი ვარ როგორც არის ახლა.
არსენა 30 წლის წინ თემის დაარსების შემდეგ ჩვენთან ცხოვრობს. არსენას უყვარს მუშაობა, განსაკუთრებით კი შეშის ჩეხა. უყვარს ასევე პოლიტიკაზე საუბარი და იცის გადამდები სიცილი.
– რა გსურს არსენა?
– ნამდვილ მეგობრებთან ყოფნა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
2017 წელს მხატვარმა ლევან მოსიაშვილმა სპეციალური გამოფენა მიუძღვა თემელებს. იხილეთ ვიდეო.
გადადით თემის ფეისბუქის გვერდზე და უკეთესად გაიცანით კეთილი ადამიანები გრემიდან – TEMI-Community