კახეთში 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს. სიღნაღის, გურჯაანისა და ახმეტის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს. დანაშაული 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.