ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კახეთის რეგიონში, გაასაღა 16 ცალი ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, რომელიც შემდგომ ამოღებულ იქნა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
,,აქტიურად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დადგენა – მხილების მიზნით“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.