Home დღის ამბები კახეთში შუახნის კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

კახეთში შუახნის კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

შუახნის კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მოხდა. გარდაცვლილი მეზობლებმა ნახეს და პოლიციას შეატყობინეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, კაცს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.