Home რეგიონი ახმეტა კახეთში სოფლის მხარდამჭერთა პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

კახეთში სოფლის მხარდამჭერთა პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური და საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ ქარუმაშვილი პანკისის ხეობის სოფლებში – დუისი, წინუბანი და ზემო ხალაწანი მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.

სოფ. დუისში, მოსახლეობამ ერთობლივი გადაწყვეტილებით, პრიორიტეტულ საპროექტო წინადადებებად – მოსაცდელების მოწყობა, სანიაღვრე არხების მოწესრიგება და სასაფლაოს შემოღობვა დაასახელა, ასევე, მოსახლეობის მიერ ხმათა უმრავლესობით სოფ. ზემო ხალაწანში – სანიაღვრე არხის მოწესრიგება, ხოლო სოფ. წინუბანში – სატრენაჟორო დარბაზის რეაბილიტაცია შეირჩა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” განსახორციელებლად, კახეთის რეგიონში 4 454 000 ლარია განსაზღვრული, რასაც ემატება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან ფინანსური რესურსის გამოყოფა, თანამონაწილეობის სახით.

ახეთის რეგიონის მასშტაბით, 308 დასახლებაში იმართება სოფლის საერთო კრება. კახეთში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული შეხვედრები 27 თებერვალს დასრულდება.