Home დღის ამბები კახეთში სასაფლაოებზე კონტროლი გრძელდება

კახეთში სასაფლაოებზე კონტროლი გრძელდება

კახეთის ყველა ქალაქის და სოფლის სასაფლაოს შესასვლელთან მკაცრი საპოლიცია კონტროლი ხორციელდება. მიმდინარე ტერიტორიებზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინიოსტრო ძალები.ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობით დაწესებული აკრძალვის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.
“რა თქმა უნდა, სასაფლაოებზე კონტროლი გრძელდება. ადგილზე პოლიცია და სოფლის რწმუნებულები იმყოფებიან და ამ დრომდე არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა. მოწოდებას , რომელიც იქნა გაკეთებული მოსახლეობა ემორჩილება და ასრულებს. კონტროლი ხვალაც გაგრძელდება,”_ განაცხადა კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.