უბედური შემთხვევა მოხდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერხვიანში.
70 წლამდე ქალი პურის გამოცხობას ცდილობდა, რა დროსაც ფეხი აუცდა და ანთებულ თონეში ჩავარდა.
ოჯახის წერებმა და მეზობლებმა მისი დახმარება დროულად ვერ შეძლეს , რის გამოც ქალი მიღებული დამწვრობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
ტერიტორია, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობდნენ, უკვე დატოვეს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.