კახეთში, კორონავირუსი ჯამში, 46 პაციენტმა დაამარცხა, 90 მოქალაქე კი ვირუსს ამ დრომდე ებრძვის.
imedinews- ის ინფორმაციით, სპეციალისტებმა დღეს 180 ნიმუში აიღეს, რომელიც ლაბორატორიაში გამოსაკვლევად გაგზავნეს.
რეგიონის სხვადასხვა ცხელების ცენტრებს დღეს თვითნებურად 6 – მა პაციენტმა მიმართა.
ეპიდემიოლოგებმა ახალი დაინფიცირებულების 14 ახალი კონტაქტი მოიკვლიეს, აქედან 12 თვითიზოლაციაში, ხოლო 2 საკარანტინო ზონაში მოათავსეს. ისინი სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
ბილო მონაცემებით, თვითიზოლაციაში 163, ხოლო რეგიონის მასშტაბით არსებულ საკარანტინო ზონაში კი, 151 ადამიანი რჩება.