კახეთში კორონავირუსი სასულიერო პირს აღმოაჩნდა . ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშის პასუხი ცნობილი რამდენიმე წუთის წინ გახდა.
mak.ge- მ გაარკვია, რომ დაინფიცირებული მამაო ყვარელში ცხოვრობს და ამ ეტაპზე საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია .
ეპიდემიოლოგებმა დაინფიცირების წყარო იციან , თუმცა ისინი ახლა კონტაქტების მოძიებაზე ინტესიური რეჟიმით მუშაობენ.