კახეთში, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 87- მდე გაიზარდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელი 44-ია.
ორგანიზმში ვირუსის არსებობა დაუდასტურდა ლაგოდეხში მცხოვრებ კაცს, მან საავადმყოფოს მაღალი ტემპერატურით თავად მიმართა.
კორონავირუსი აღმოჩნდა ყვარლის მკვიდრსაც .მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა, რის გამოც სპეციალისტებმა კოვიდკლინიკაში უკვე გადაიყვანეს.
მესამე შემთხვევა კი სოფელ ერისიმედს უკავშირდება, სადაც მეორე დღეა სოფლის შესასვლელ- გასასვლელს პოლიცია აკონტროლებს. გაშლილია საველე კარავი და დაწყებულია მოსახლეობის თერმოსკრინინგი.
ბოლო მონაცემებით, მკურნალობას 43 პაციენტი გადის, აქედან 19 ბინაზე, 1 ადამიანი საკარანტინო სივრცეში და 23 მოქალაქე სხვადასხვა კოვიდკლინიკაში.
რეგიონიდან ლაბორატორიაში 236 ნიმუშია გადაგზავნილი. თვითიზოლაციაში კი 183 ადამიანი იმყოფება.
რეგიონის რვა მუნიციპალიტეტში COVID-19-ის სტატისტიკა ასე გამოიყურება: ახმეტა -19; თელავი – 6; გურჯაანი- 12; ყვარელი -19; ლაგოდეხი – 21; დედოფლისწყარო -2 და სიღნაღი -8. საგარეჯოში კი ამ დრომდე კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.