“კახეთის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ორი ახალი შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა. ორივე მათგანი მცირეწლოვანი ბავშვებია და მათი გადაყვანა თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში იგეგმება.” – ამის შესახებ სპეციალურ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, კორონავირუსის გამოვლენის პრევენციული ღინისძიებების ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში საველე სამედიცინო კარავი მოეწყო, სადაც ამ ეტაპზე მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდება.
ბოლო მონაცემებით, რეგიონში სულ 6 კლასტერია გამოვლენილი, ხოლო covid -19 კახეთში 34 ადამიანს ლაბორატორიულად დაუდასტურდა.
რეგიონის მასშტაბით მოქმედ საკარანტინო ზონაში 122 ადამიანი რჩება, ხოლო თვითიზოლაციაში კი 171 მოქალაქე.
დაწერეთ შეტყობინება…