კახეთის რეგიონში 24 ოქტომბრის 09:00 მდგომარეობით სექტემბრიდან დღემდე რეგისტრირებულია კოვიდ 19-ის 285 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. მუნიციპალიტეტების მიხედვით მათი განაწილება ასეთია:
ახმეტა -28
გურჯაანი -53
დედოფლისწყარო -11
ყვარელი -53
სიღნაღი – 30
ლაგოდეხი -32
თელავი – 72
საგარეჯო – 6
ინფიცირებულთაგან 28 მკურნალობს კოვიდ-კლინიკაში, 144 პირი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 4 იმყოფება კარანტინში, 109 პირი გამოჯანმრთელდა. არცერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის, გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
საკარნტინე 3 სივრცეში (სასტუმროში) ამჟამად იზოლირებულია 101 მოქალაქე, ხოლო სახლებში თვითიზოლაციაში იმყოფება 769 მოქალაქე.
კახეთის რეგიონში დღემდე ჩატარებულია 30011 PCR ტესტირება.