Home დღის ამბები კახეთში ინფრასტრუქტურული პროექტები განახლდა

კახეთში ინფრასტრუქტურული პროექტები განახლდა

კახეთში ინფრასტრუქტურული პროექტები განახლდა. ამჯერად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე ობიექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უწყვეტი რეჟიმით მიმდინარეობს.

გიორგი ბრწყინვალესა დ ზაზა ქურხულის ქუჩებზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებამდე გზის გამწმენდითი სამუშაოების დაიწყო. მალე ახალი ასფალტი ექნება ზაზა ქურხულის ქუჩის მაცხოვრებლებსაც, რისთვისაც რეგიონული განვითარების ფონდიდან 157 ათასი ლარი დაიხარჯება. ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულსა და უჯარმაში განახლდა საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, ხოლო სოფელ გომბორში აქტიურად დაიწყო საჭიდაო დარბაზის რეკოსნტრუქცია. დასკვნით ეტაპზეა სოფელ გომბორსა და ქალაქ საგარეჯოში გადაუდებელი დახმარების სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობა. “სოფელ გომბორში გადაუდებელი დახმარების სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დასრულდება. მალე სასწრაფო დახმარების პერსონალი, განახლებული შენობიდან განაგრძობს მუშაობას. საგზაო ინფრასტრუქტურისა და სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები ეტაპობრივად განახლდება ,” – აცხადებენ საგარეჯოს მერიაში.