კახეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სტაბილურად მშვიდია.
კახეთში თვითიზოლაციაში არავინ არ იმყოფება.
რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 4 ლოკაციაზე იმყოფება 145 მოქალაქე.
ნიმუშების აღება გრძელდება როგორც კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც,
კერძოდ სამედიცინო პერსონალი, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები. 10 ივნისს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 32 ნიმუში. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია.
სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 4746 ნიმუში, აქედან 1541 მედპერსონალია, 1734 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი – 223, ტრაილერის მძღოლი 33.