Home დღის ამბები კახეთი კვლავ გახდება მიზიდულობის ცენტრი-ირაკლი ქადაგიშვილი

კახეთი კვლავ გახდება მიზიდულობის ცენტრი-ირაკლი ქადაგიშვილი

“კახეთი კვლავ გახდება მიზიდულობის ცენტრი. რეგიონი, როგორც მწვანე ზონა და საქართველო, როგორც პანდემიასთან წარმატებით მებრძოლი ქვეყანა, დამსვენებლებისთვის დიდი ინტერესის სფერო გახდება, ეს არ არის მარტო ჩვენი სურვილი, ბევრი კომპეტენტური საერთაშორისო ექსპერტის მოსაზრებაც გახლავთ” – ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კახეთში ტურისტული სეზონისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს და სასტუმროები ვიზიტორების მისაღებად უმაღლეს დონეზე ემზადებიან.

“სასტუმროები ჯანდაცვის სამინისტროს და ხელისუფლების მიერ დადგენილი წესების მიხედვით ატარებენ ღონისძიებებს, რომლებიც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისა და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისკენ არის მიმართული.

ბევრი სასტუმრო, რომელიც უკვე ბრენდია როგორც ქვეყანაში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით ტურისტულ რუკაზე, მაღალ დონეზე ემზადება, რათა როგორც კი ქვეყანაში დაწესებული აკრძალვები შემსუბუქდება, კახეთი კვლავ გახდეს მიზიდულობის ცენტრი“, – აღნიშნა რეგიონის გუბერნატორმა.