ხელოვნებათმცოდნე, ჟურნალისტი, პუბლიცისტი და კრიტიკოსი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გოგი გვახარიამ თორნიკეს კახეთის სინდისი უწოდა.
სამოქალაქო აქტივისტმა ქეთი მოლაშვილმა თორნიკე თევზაძე თავისი სოციალური გვერდის მეშვეობით საქართველოს გააცნო,
გთავაზოვთ თორნიკე თევზაძის ამბავს :
„უბრალოდ ძალიან მინდა წაიკითხოთ ეს პოსტი და თორნიკე თევზაძე სხვა თვალითაც გაიცნოთ. ადამიანი, რომელიც გურჯაანის ცენტრში მარტო დგას და აპროტესტებს რეჟიმს,
ხმა რეგიონებიდან თუ არ ისმის, თორნიკე გაგაგონებთ მარტოკაცის სათქმელს კახეთიდან ♡
პარტიულობას მაბრალებენო, გულდაწყვეტილია, არადა მე პარტიული არ ვარ, საქართველოს რიგითი მოქალაქე ვარ და ახლა ეს მგონია ჩემი ვალიო, ჰოდა გაიცანით ეს ადამიანი ახლოდან ♡
-19 წლის ვიყავი თურქეთში რომ წავედი სამუშაოდ, დედა 90 წლებიდან იყო წასული. მთელი ბავშვობა, დედის ლოდინში გავატარე, მერე გადავწყვიტე თურქეთში წავსულიყავი, დედას დავხმარებოდი და აქეთ, საქართველოში დამებრუნებინა.
სკოლაში მაღალ ქულებზე ვსწავლობდი, უნივერსიტეტშიც მაღალ ქულებზე ჩავაბარე, სწავლა მინდოდა, მაგრამ იმ პერიოდში, ვერ გამოვიდა, ამიტომ წავედი თურქეთში. თურქეთში რაზე აღარ მიმუშავია, ხან მიმტანი ვიყავი, ხან ბაზარში ჩაი დამქონდა.
აქ რომ სწავლა შევწყვიტე, ძალიან მინდოდა გამეგრძელებინა, თურქული ვისწავლე და მუშაობის პარალელურად, თურქეთში, უნივერსიტეტში ჩავაბარე.
6 წლიდან, ფრანგულს ვსწავლობდი სკოლაში, ფრანგული ლიტერატურა მიყვარდა, ბალზაკის თარგმანები გვქონდა სახლში, “პატარა პრინცი” მიყვარდა და ამან გადამაწყვეტინა ის, რომ თურქეთში, ფრანგულ ფილოლოგიაზე ჩავაბარე. მეორე კურსიდან, ჩემი ფაკულტეტიდან მარტო მე წავედი ბორდოს უნივერსიტეტში, საფრანგეთში.
უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, კანადაში, მონრეალის უნივერსიტეტში ჩავაბარე მაგისტრატურაში, მიმიღეს, მივდიოდი, მაგრამ პანდემია დაიწყო და ყველაფერი დაიხურა, ვეღარ წავედი და მონრეალის ნაცვლად, მივიღე გადაწყვეტილება გურჯაანში დავბრუნებულიყავი.
წინა კვირას, თელავში ვიყავი მზია ამაღლობელის დაჭერას ვაპროტესტებდი, ვიღაცამ მომაძახა, შენ გურჯაანში ადგილი არ გაქვს, აქ რას უდგახარ, წადი და იქ დადექიო, ისე გავბრაზდი, მეთქი ეს ჩემი ქვეყანაა, სადაც მინდა იქ დავდგები. მარშუტკით რომ ვბრუნდებოდი უკან, გზაში შევქმენი “გურჯაანის ხმა”, ჩამოვედი მარშუტკიდან და დავდექი გურჯაანის საკრებულოს წინ.
არ ვიცი რამ მომცა ეს გამბედაობა, მას შემდეგ ქუჩაში ვდგავარ. ზოგი არ მიცნობს, არ იცის ვინ ვარ და შეურაცხყოფას მაყენებს, ცხოვრებაში არავისთვის მიმიყენებია შეურაცხყოფა, ვარ ჩემთვის, ფრანგულსა და თურქულს ვასწავლი, 800 ადამიანია უკვე ვინც ჩემს ხელში გაიარა და უამრავ ადამიანს ვიცნობ, ვერავინ იტყვის, შეიგინა ან შეურაცხყოფა მომაყენაო, ბოლო ორ დღეში, იმდენი შეურაცხყოფა მომაყენეს, ვეღარ ვითვლი, მაგრამ დღეს ერთმა კაცმა გამოიარა და “ყოჩაღ პაპიო” მითხრა, ამ ადამიანის და კიდევ სხვა ადამიანების გამხნევებები მაძლევს იმის ენერგიას, რომ ყოველდღე გავიდე გურჯაანის მერიის ან საკრებულოს წინ, დავდგე მარტო და გავაპროტესტო უკანონოდ დაკავებული პატიმრები, მოვითხოვო მზია ამაღლობელის გათავისუფლება.
___
პ.ს. თორნიკემ იმდენი საინტერსეო ამბაბი მომიყვა, ერთ პოსტში ვერ ჩავატიე და ნელ-ნელა გაგაცნობთ,
ჩემთვისაც აღმოჩენა იყო ეს ადამიანი და წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი მგონია, ამ ხალხს რეგიონებიდან, ვიცნობდეთ კარგად, კარგად რომ გავიგოთ რა არის დღეს ახალი თაობის სათქმელი…
ჰო, ჩემი მისია ამ ამბებში, მგონია, რომ რეგიონის ადამიანების ხმა, კარგად გავიცნოთ და გავიგოთ,
უბრალოდ გავიცნოთ ეს ადამიანები,
მე გავიცანი თორნიკე,
გაცნობთ თქვენც..
პ.ს. გაჰყევით ფბზე ♡
გაიგეთ მეტი ხმა რეგიონიდან ♡
წერს სოციალურ ქსელში ქეთი მოლაშვილი