საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას აღნიშნავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ევროკავშირის დროშები გამოიფინა. სიმბოლურად, ადმინისტრაციულ შენობებზე და ქალაქების ცენტრალურ ქუჩებში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ფრიალებს.
ისევე, როგორც მთელი საქართველო, ევროკავშირის სტატუსის მიღებას კახეთიც ზეიმობს. რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის ცენტრალური ქუჩები სიმბოლურად საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით გაფორმდა.