ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონში ჯამში კორონავირუსის 23 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან, 5 ლაგოდეხი, 7 ველისციხე , ხოლო 11 მატანია.
დაინფიცირებულების ძირითად ნაწილს სპეციალისტები კახეთის შემთხვევად არ განიხილავენ. სოფელ მატანში თერმოსკრინიგს და PCR ტესტირებას ყველა მგზავრს ერთ საათზე მეტია უტარებენ. ადგილზე გაშლილია საველე სამედიცინო კარავი, სადაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან მობილიზებული. ჯერჯერობით საეჭვო სიმპტომების მქონდე მოქალაქე ეპიდემიოლოგებს არ დაუფიქსირებით.
რეგიონის 8 მუნიციპალიტეტიდან მასობრივი PCR ტესტირების შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ ახმეტის მუნიციპალიტეტში მიიღო, სადაც კორონავირუსის დაინფიცირების შემთხვევა პირველად 8 სექტემბერს გამოვლინდა.