კერძო სექტორი ერთვება პროფესიული განათლების სფეროში და ამით ცდილობს შეავსოს დეფიციტი, ისეთი პროფესიების, როგორიცაა: მექანიზატორი, აგრონომი, მეხილეობის, მეღვინეობა-მევენახეობისა და სხვა სპეციალობებში.
ღვინის მწარმოებელი კომპანია „მეღვინეობა ხარება“ პროფესიულ განათლებაში ერთვება და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მრავალმხრივ თანამშრომლობას გეგმავს.
პირველ ეტაპზე, კომპანიის მხრიდან დაგეგმილია დუალური პროგრამების განხორციელება თელავის კოლეჯთან თანამშრომლობით და ასევე, რეგიონის მოსახლეობისთვის პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების შეთავაზება.
ამ მნიშნელოვან სიახლესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მეღვინეობა „ხარებას“ და კოლეჯ „პრესტიჟის“ წარმომადგენლებს ყვარელში შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო პროფესიული განათლების შესაძლებლობები კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით. აღინიშნა, რომ დუალური პროგრამების დანერგვით მნიშვნელოვნად გაიზარდა პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი და მათი კონკურენტუნარიანობა შრომის ბაზარზე.
დუალური სწავლებისას კომპანია და კოლეჯი ერთობლივად გეგმავენ და ახორციელებენ პროგრამას, სტუდენტი სწავლის პროცესში მნიშვნელოვან სამუშაო გამოცდილებასაც იღებს. კომპანიასთან ამგვარი თანამშრომლობა სიახლეა კოლეჯ „პრესტიჟისათვის“, რომელიც თელავში ფუნქციონირებს და ამჟამად მნიშვნელოვანი განახლების პროცესშია. კერძოდ, მიმდინარეობს კოლეჯის ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია და რეგიონის საჭიროებების შესაბამისად, ახალი პროგრამების მომზადება.
შეხვდერის ვიდეომასალის სანახავად გადადით მითითებულ ლინკზე :
https://web.facebook.com/kakhetinews/videos/169671244486818/